გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, ოპოზიციის პოზიციები შეჯერდება და ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ

გიორგი კახიანი: იმედი მაქვს, ოპოზიციის პოზიციები შეჯერდება და ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებენ

ჩვენ მივესალმებით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ და თუკი მათ შორის რაიმე სახის პოზიციების დაახლოება ხდება, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა პარტიის ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განუცხადა.

„იმედი აქვს, რომ ოპოზიციის პოზიციები საბოლოო ჯამში იმგვარად შეჯერდება, რომ ისინი დაინახავენ, ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაა“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის უკვე შედგა.