მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს, რაც შეეხება მე-5 რაუნდის შესაძლო შედეგებს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს-კვოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძის პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტიის მთავარი სურვილი შეთანხმებაა და ასევე ის, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში.
„მოლაპარაკებების შემდეგი ეტაპისთვის მზად ვართ და მოლაპარაკებების პროცესს ჩვენგან უწყვეტი მხარდაჭერა აქვს. მიონდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს, რაც შეეხება მე-5 რაუნდის შესაძლო შედეგებს, ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აფასებს ოპოზიცია სტატუს-კვოს, ჩვენ ვამბობდით, რომ სტატუს-კვო შეიცვლებოდა და ახლა ხედავთ, რომ სტატუს-კვო ნამდვილად შეცვლილია, პარლამენტში უკვე შემოსულია პირველი ოპოზიციური პარტია და საქმიანობს, ასევე ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილში, უკვე არაერთი გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ბოიკოტი არასწორი გადაწყვეტილებაა, რაც ნამდვილად ასეა, ვინაიდან, დემოკრატია არის მონაწილეობა და მონაწილეობის ბოიკოტირება თავისთავად წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიის იდეასთან. მე ვფიქრობ, რომ მე-5 რაუნდამდე არაერთი ოპოზიციური ლიდერი ამას კიდევ ერთხელ გააცნობიერებს, ჩვენ მზად ვართ იმ სამართლიანი წინადადებების მოსასმენად დავბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რაც ეხება პირველ რიგში, მათი პრეტენზიების გადამოწმებას, რადგან როგორც აღმოჩნდა არჩევნების გაყალბების ეს ბრალდება, რაც ისმოდა ოპოზიციის მხრიდან, დღეს პრაქტიკულად საფუძვლის გარეშე დარჩა, მე-2 მხრივ მათი სურვილი, რომ თითქოს ჩვენზე შანტაჟს ახდენდნენ იმით, რომ პარლამენტში მხოლოდ 1 პარტია იქნებოდა, დღეს ეს რეალობაც შეცვლილია, ამიტომ ჩვენ ველით, რომ ოპოზიცია, უკვე სტატუს-კვოს რეალური შეფასებით დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას, თუმცა მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ჩვენი სურვილი არის შეთანხმება და გვინდა, რომ ოპოზიცია კიდევ უფრო ფართოდ იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, - განაცხადა თალაკვაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა. პარტიის დღევანდელ ყრილობაზე კობახიძე თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა 11 იანვარს წარადგინა.
პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და ამის შესახებ წერილი გამოაქვეყნა.