პარტიული საქმიანობა მისთვის ძალიან ორგანული და ახლოა. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ირაკლი იქნებოდა ყველაზე საუკეთესო და ოპტიმალური კანდიდატი აპრტიის ხელმძღვანელის თანამდებობდაზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ირაკლი კობახიძეზე, „ქრონიკასთან“ საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გუნდს მოუწევს, უფრო მეტი შემართებით გააკეთოს საქმე და სტრუქტურულად გაძლიერდეს.
„ამ გუნდს უდიდესი გამოწვევა ექნება. ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობა პოლიტიკაში, კონკურენციის პირობებში, ჩვენი უპირატესობა იყო სხვა პარტიებთან შედარებით. „ქართულ ოცნებას“ სერიოზული ფორა ჰქონდა, ახლა ჩვენ გვიწევს, რომ ეს პოლიტიკური იმუნიტეტი ერთგავარად აღვიდგინოთ და გავძლიერდეთ. კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაკეთოთ ჩვენი საქმე და პარტიული სტრუქტურებიც გავამყაროთ, გავაძლიეროთ.
ირაკლი კონბახიძე იქნება ძალიან პრაგმატული, რაციონალურდ მოაზროვნე და საქმისმკეთებელი ადამიანი, რადგან მან ეს ამ დღეებში თავისი ქმედებებით დაამტკიცა. პარტიული საქმიანობა მისთვის ძალიან ორგანული და ახლოა. ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ ირაკლი იქნებოდა ყველაზე საუკეთესო და ოპტიმალური კანდიდატი პრტიის ხელმძღვანელის თანამდებობდაზე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობა შაბათს, 16 იანვარს გაიმართება. ყრილობას 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.
პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან წერილი გამოაქვეყნა.