გიგი უგულავა: რომ არა ივანიშვილის დატოვებული სიტყვა, კობახიძეს უმრავლესობიდან გააგდებდნენ - ნებისმიერი

გიგი უგულავა: რომ არა ივანიშვილის დატოვებული სიტყვა, კობახიძეს უმრავლესობიდან გააგდებდნენ - ნებისმიერი "ქოცი" ამომრჩევლის თვალში გახარია ტიპია, ხოლო კობახიძე ღლაპი

ბიძინა ივანიშვილმა მონათა შორის მონა, მონობით ყველაზე უფრო გამორჩეული ამოარჩია და პირველ კაცად დასვა - ამ ვითარებაში, მონობას ფსკერგარღვეული უტიფრობა სჭირდება, რაც მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი კობახიძეს ახასიათებს, - ასე აფასებს “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენას.

როგორც უგულავამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, კობახიძე მხოლოდ კონფლიქტებს შექმნის და კრიზისს გააღრმავებს.

“ივანიშვილი წავიდა და "ქართულ ოცნებაში" მემკვიდრე დატოვა?! თუკი საიდანღაც მივდივარ, იქ მემკვიდრეს არ ვტოვებ! რომ არა ივანიშვილის დატოვებული სიტყვა, კობახიძეს უმრავლესობიდან გააგდებდნენ, რაც კობახიძემ ძალიან კარგად იცის. რიგითი „ქოცისთვის“, რომელიც პარლამენტში ზის, კობახიძე არის მარსიანელი, უცხო სხეული. თუკი ის ივანიშვილის უცხო სხეულს იტანდა, რადგან იქ ივანიშვილი იყო 5-მილიარდითა და თავის დროზე მომგები, ეს არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და თავზე დაასვეს. პარტიის თავმჯდომარედ თუნდაც კალაძე ან გახარია რომ აერჩიათ, ეს ადამიანები ივანიშვილს რაღაცაში, ასიდან ორში მაინც შეეწინააღმდეგებოდნენ. ირაკლი კობახიძე პირდაპირი მონაა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავა იმასაც ამბობს, რომ “ყოველდღიურ მართვაში “ქართულ ოცნებას“ დაენძრევა, რადგან კობახიძის მიერ გაკეთებული საქმე მხოლოდ კონფლიქტები იქნება“. უგულავამ აქვე აღნიშნა, რომ თავის დროზე კობახიძემ პარტია დაშლამდე მიიყვანა.

“თუ გინდა რაღაც დაშალო და გაანადგურო, კობახიძეს უნდა ჩააბარო. კობახიძე მხოლოდ კრიზისს გააღრმავებს. ხალხს ის სიკეთეს ვერ მოუტანს. სიკეთეს არც ივანიშვილს მოუტანს. ყველა ნორმალურ საპარლამენტო დემოკრატიაში სიის პირველი ნომერი, ვინც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, პარტიის თავმჯდომარეც არის. რატომ არ დანიშნეს გახარია?! გახარიას ნაკლები ცოდვა არა აქვს ჩადენილი, მაგრამ მეტი მიღწევა აქვს, ვიდრე კობახიძეს. ნებისმიერი ქოცი ამომრჩევლის თვალში გახარია ტიპია, ხოლო კობახიძე ღლაპია. ასევე, უფრო ლოგიკური იქნებოდა პარტიის თავმჯდომარედ კალაძე რომ წასულიყო. ეს შუა გზაში მოსული ადამიანი, რომელსაც “ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არა აქვს, წინ ერთადერთი რამის გამო წავიდა - კარგად იცის ივანიშვილს როგორ შეუძვრეს!“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

Lolo47 შენ ვინღა გდიხარ, შე ბაცაცა?!
4 წლის უკან