სოზარ სუბარი: სააკაშვილს ხალხმა კანონის საკუთარ თავზე მორგება, ადამიანის ღირსების შელახვა, ჩაგვრა არ აპატია

სოზარ სუბარი: სააკაშვილს ხალხმა კანონის საკუთარ თავზე მორგება, ადამიანის ღირსების შელახვა, ჩაგვრა არ აპატია

ქართველმა ხალხმა ნამდვილად აჩვენა თავისი სიბრძნე - არა მხოლოდ ამ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში, არამედ წინა მმართველობისასაც, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„სააკაშვილის წინა ხელისუფლების დროს, ნახევარი მილიონი იყო ბიუჯეტი, რომელიც სრულდებოდა და 14 ლარი იყო პენსია. უცებ მოხდა თვისებრივი გარღვევა, მაგრამ ამის მიუხედავად, სააკაშვილმა პირველი საპრეზიდენტო ვადაც კი ვერ გაძლო, ვერ მიიტანა ბოლომდე, რადგან ხალხმა მას არ აპატია კანონის საკუთარ თავზე მორგება, ადამიანის ღირსების შელახვა, ჩაგვრა. ამ განსხვავებას კარგად ხედავს საზოგადოება და ამიტომაცაა, უკვე მე-9 წელია, მკაფიოდ აძლევს ხმას ერთსა და იმავე პარტიას“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

Aburjga Tasmanieli თუ კაცი ხარ ნუ ბლუყუნებ რაღაცას !!!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli არ აპატია კი არა... იგივე ხალხი თუ ჩამოვიდა აეროპორტიდან ციმციმ ხელში ატატებულს შეიყვანენ პრეზიდენტის სასახლეში. მეორე დღესვე გააუქმებენ ე.წ. საპარლამენტო რესპულიკას და აღადგენენ ძლიერი პრეზიდენტის ინსტიტუტს!
4 წლის უკან