გიორგი გამსახურდია: ბიძინამ პოლიტიკაში შექმნა და დატოვა სტანდარტი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას და ხალხს

გიორგი გამსახურდია: ბიძინამ პოლიტიკაში შექმნა და დატოვა სტანდარტი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას და ხალხს

გიორგი გამსახურდია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას და ქონების უმეტესი ნაწილის „ქართუ ფონდისთვის“ გადაცემას გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე გამოაქვეყნა.

„ბიძინამ პოლიტიკაში შექმნა და დატოვა სტანდარტი, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ ქვეყანას და ხალხს. მერე გამარჯვების პიკზე წახვიდე, შენი პირადი შრომით შექმნილი კაპიტალი დაუტოვო და მოახმარო ქვეყანას. ამ მასშტაბის მაგალითი ჯერჯერობიღ არ არსებობს. მჯერა, ისტორია სათანადოდ შეაფასებს მის ამაგს!“, - წერს გამსახურდია.