ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"დღეს დაიწყო სააკაშვილ-ბოკერიას უნიჭო გეგმის დასრულება, ბოიკოტი ფაქტიურად ჩავარდა! საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის დეპუტატებიც შევიდნენ! დარწმუნებული ვარ, როგორც პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა გადადგეს პოლიტიკურად აბსოლუტურად ლოგიკური ნაბიჯი ასე მოიქცევა სხვა პარტიების წარმომადგენლებიც.
დიახ, თუ პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური სუბიექტი ხარ, ამომრჩეველმა ნდობა გამოგიცხადა და ხალხის მანდატი მიიღე, სწორედაც რომ პარლამენტია ის ადგილი სადაც პოლიტიკური ბრძოლა უნდა გააჩაღო და შენი ამომრჩევლის ინტერესები დიცვა. ხოლო, ვინც კიდევ ვერ გამოდის სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას რევოლუციური-მავნებლურ მარწუხებიდან, მოკლედ ვეტყვი-დროა დაამტკიცოთ, რომ დამოუკიდებლები ბრძანდებით, და სწორედაც პარლამენტში გამოიჩინეთ თავი, იქ რისთვისაც ხალხმა ხმა მოგცათ და არა ქუჩაში, რასაც სააკაშვილი-ბოკერია-გვარამია მოგიწოდებთ"...