წელს საშობაო ლიტანიობა ზოგიერთ ტაძარში ჩვეულებრივ ჩატარდება. ტაძრების წინამძღვრები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ღამის ლიტანიობა ჩატარდება თუ მრევლს დილის წირვაზე შეეძლება მისვლა. ალილოს მსვლელობას რაც შეეხება, ის მრევლის გარეშე ჩაივლის, სასულიერო პირების ჩართულობით და მასშტაბური სახე არ ექნება.
ამის შესახებ “პრაიმტაიმს” საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი მამა გურამ ჭარელაშვილი ესაუბრა.