თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა

თურქეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა

თურქეთში კორონავირუსის ახალი, ე.წ. „ბრიტანული“ ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევები დადასტურდა, - ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა.

„მუტირებული ვირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა, რომლებიც თურქეთში გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდნენ. მიღებულია ყველა შესაბამისი ზომა“, - განაცხადა ფაჰრეთინ კოჩამ.

მისივე თქმით, მგზავრების გაერთიანებული სამეფოდან თურქეთში შესვლა დროებით შეწყდა.