სოზარ სუბარი: თუკი საუბარი იქნება რევოლუციასა და ვადამდელ არჩევნებზე, ასეთ შემთხვევაში მოლპარაკებები აზრს კარგავს

სოზარ სუბარი: თუკი საუბარი იქნება რევოლუციასა და ვადამდელ არჩევნებზე, ასეთ შემთხვევაში მოლპარაკებები აზრს კარგავს

ოპოზიციასთან მოლაპარაკებები ძალაშია, თუმცა მომდევნო შეხვედრის თარიღი ცნობილი არაა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

სუბარის შეფასებით, სივრცე მოლაპარაკებებისათვის არსებობს, თუკი ულტიმატუმები არ იქნება. „თუკი საუბარი იქნება რევოლუციასა და ვადამდელ არჩევნებზე, ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მოლაპარაკებები აზრს კარგავს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ოპოზიცია და მმართველი გუნდი მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინში არიან. მხარეები იმედოვნებენ, რომ პოზიციების დაახლოებას შეძლებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ახალი არჩევნები სურთ, „ქართულ ოცნებას“ კი - შეთანხმება არჩევნების გარეშე.