კათოლიკური შობის აღსანიშნავად კონფესიის წევრები ერთჯერად საშვებს მიიღებენ, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„კათოლიკური შობის ფარგლებში, 144-ზე დარეკვის საშუალებით და ჩვენ ასევე კონფესიებსაც ვთხოვთ, მაიწოდონ საკუთარი მრევლის სია ჩვენს სამსახურებს, ჩვენ უზრუვნელვყოფთ ერთჯერად საშვს ამ ადამიანებისთვის, რომ მათ საკუთარ რელიგიურ მსახურებაში მიიღონ მონაწილეობა. ეს იყო შეზღუდვების პირველი ტალღის დროსაც, არაფერია უჩვეულო. იგივე პრაქტიკას გამოვიყენებთ ამჯერადაც, მაშინაც არავითარი პრობლემა არ ჰქონიათ ჩვენს თანამოქალაქეებს და გარწმუნებთ, არც ახლა შეექმნებათ“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.