ექსპერტი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„გვარამიას წუხანდელი „მსოფლმხედველობრივი სტრიპტიზის“ მერე, პირადად მე, ცხონებული კახა კაციტაძე გამახსენდა: კახა ყველაზე შთამბეჭდავად აღწერდა ხოლმე ნაცების სრულიად ველურ, „დაუდეგარ“ ბუნებას; ამისათვის მართლაც საოცარ მეტაფორებსა და შედარებებს მიაგნებდა ხოლმე ცხონებული; წუხელ მართლაც კახა კაციტაძის ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი შედარების მკაფიო დემონსტრაცია ვიხილეთ: გვარამია სწორედაც „იაჰუუ“-ს ტომის „შიშველ-გადარეულ“ ბელადად წარმოგვიდგა; ეს, გაბოროტებულად ბარბაროსი, ირაციონალური სიმხეცითა და ვერაგობით აღვსილი იაჰუუს ტომი გენიალურ ჯონათან სვიფტსა ჰყავს თავის „გულივერში“ აღწერილი და ნაცების ჭეშმარიტ ბუნებასთან „იაჰუუ“-ს იდენტობის ხაზგასმა ნამდვილად კახა კაციტაძის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი!) ბრწყინვალე მიგნებაა;
მითი ნაცების „პროდასავლურობის“ შესახებ, წუხელ მართლაც ფურუნკულივით საბოლოოდ გასკდა და „მთავრის“ ეთერში ამ ცრუ-მითის შხამიანი შიგთავსი გვარამიას ხახიდან გეიზერივით ამოიფრქვა; ყველასათვის ცხადი გახდა, რომ ნაცები სინამდვილეში სწორედაც რომ „იაჰუუს“ ბარბაროსი ტომია, რომელსაც უჭირს კულტურისა და ცივილიზაციის, მათ შორის, განსაკუთრებით - სამართლისა თუ დემოკრატიის, მით უმეტეს - დიპლომატიის, ელემენტარულ წესებთან, შეგუება;
რასაკვირველია, მათთვის „ცივილიზაციას“ მხოლოდ გარეგანი, ბრჭყვიალა სამოსის დანიშნულება თუ აქვს და როგორც გინდა გაიპრანჭონ, ველურ, უფრო სწორედ - მხეცურ ბუნებას ვერასდროს მალავენ; ცხადია, მთელი მათი „პროდასავლურობა“, როგორც ეს გუშინ შესანიშნავად იქნა ხაზგასმული, ბარბაროსის მოკავშირეობასა ჰგავს და იმ წუთასვე ველური მტრობით შეიცვლება, როგორც კი ანგარებიანი სარგებლის უპერსპექტივობას დაინახავენ.
"იაჰუუს" ბარბაროსობაც ხომ სწორედ ის არის, რომ ჭეშმარიტების ერთადერთი კრიტერიუმი მათთვის, ე.ი. ნაცებისთვისაც, მხოლოდ და მხოლოდ ველური სიხარბე, ანგარებიანი სარგებელია და ამაში შინაური მტრებისთვის „თავების წაცლის“ ბოროტი ჟინისა თუ ვნების დაკმაყოფილებაც იმთავითვე იგულისხმება.
გამაოგნებელი იყო გვარამიას წყევლა-კრულვა სწორედ იმის გამო, რომ თურმე აშშ-ს ელჩი მათ გვერდში არ დაუდგა, რათა ნაც-იაჰუუებს ქოცების ტომი გაენადგურებინა - აი, ესაა სულ გვარამიას მთელი ბარბაროსულად "პროდასავლური" ფილოსოფია; განსაკუთრებით სასაცილოა, როცა იგი „ნეოკოლონიალიზმზე“ საუბრობს. ეს იმას გავს - იმ ტომმა, რომელმაც მთელი მანჰეტენი სულ რამდენიმე ბრჭყვიალა სარკეში გაცვალა, თანამედროვე რთულ გეოპოლიტიკაზე გველაპარაკოს. ნაც-იაჰუუები ასევე მზად არიან არა მხოლოდ გარეჯი, არამედ მთელი ქვეყანაც კი, თავიანთ ანგარებას, შურსა და ბოღმას, რაღა თქმა უნდა - ბრჭყვიალა სათამაშოების ფასადაც, ანაცვალონ!
ასეა თუ ისე, ახლა მართლაც ყველასთვის ცხადია, როგორც ეს კავკასიური ცარცის წრის ფინალშია - „ვინ არის ამ ბავშვის ნამდვილი დედა“.
მართლაც მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს ამ სტრატეგიული მოთმინებისა და სიკეთისათვის, რადგან მაინც იმედი აქვთ ბარბაროსების მოშინაურებისა. ქრისტიანობა და დასავლურობა, საერთოდ ცივილიზებულობა - სწორედ ეგ არის: როგორც ეგზიუპერს აქვს აღწერილი - გარეულის მოშინაურება. მაგრამ მელიასი და არა გვარამიასებრი ნაც-იაჰუუებისა. ეეჰ. მეც ვიტვი რა ხოლმე - განა ჩვენი მელიაც იაჰუუ არ არის“?!