ტრამპის მრჩეველი: ხელისუფლების გადაბარების პროცესი შედგება, თუ სასამართლოები დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ

ტრამპის მრჩეველი: ხელისუფლების გადაბარების პროცესი შედგება, თუ სასამართლოები დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, რობერტ ობრაიენმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოები დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ხელისუფლების გადაბარების პროცესი შედგება.

„ხელისუფლების გადაბარება შედგება, თუ სასამართლოები არ მიიღებენ გადაწყვეტილებას პრეზიდენტ ტრამპის სასარგებლოდ. მაგრამ პრეზიდენტ ტრამპს არ ამოუწურავს სამართლებრივი საშუალებები. ჩვენ ვართ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული ქვეყანა და პრეზიდენტმა სასამართლოს მიმართა, რადგან მას აქვს ამის უფლება, როგორც ამერიკის მოქალაქეს. მას შემდეგ, რაც სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ჩვენ განვაგრძობთ სვლას“, - განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.

trampi ძაან...... ძაან ....... ველოდები ამათ ცირკს...............................................................აი როგორც კაი ფეხბურთის მატჩს
4 წლის უკან
trampi ლინ ვუდი. ტრამპის ადვოკატი.

" აშშ არმიამ ხელში ჩაიგდო სერვერები მაინის ფრანკფურტში, რომლითაც ყალბდებოდა არჩევნები აშშ-ში. დღეს ისინი . ჩვენს ხელშია."

"ჩვენი გუნდი დაამტკიცებს ყველაფერს, რაზეც ლაპარაკობდა უახლოეს 2 კვირაში."

ჩვენს ხელშია ყველა მტკიცებულება "დომინიონის" ხმის მიცემის სისტემით არჩევნების მოპარვის შესახებ. მე პასუხს ვაგებ ამაზე ჩემი რეპუტაციით."

სინდი პაუელი. ტრამპის ადვოკატი.
-----------------------------------------------------------------

ამასობაში ბაიდენის გუნდს სახიდან ნელ-ნელა ერეცხება გამარჯვებულის მედიდური და ქედმაღლური ხელოვნური გრიმასა და მის ადგილს შეშფოთების და აგრესიის მათთვის ასე ბუნებრივი გამომეტყველება იკავებს.

როგორც ლიბერალების ჩვევაა, ისინი ხალხის სახელით იმუქრებიან. მათთვის არის ორი მხარე. თვითონ და უუფლებო დამნაშავეები.

ამასობაში ტრამპმა სპეციალური დანიშნულების ძალები უშუალოდ დაუქვემდებარა თავდაცვის მინისტრს, რომელიც ახლახანს დანიშნა და მანამდე სწორედ ამ ძალებს ხელმძღვანელობდა ევროპაში.

და ბოლოს.

რა გაუვალი და უღრანი იდიოტი უნდა იყო, რომ ასეთ დროს მაიკლ პომპეოს საქართველოს არჩევნებზე ესაუბრო.

გიორგობას გილოცავთ! მისი ლახვარი მაშინაა წამახული, როდესაც ადამიანები სიცრუეს და თაღლითობას არ ეგუებიან და გაბედულად იბრძვიან.

მხოლოდ ასე შეიძლება მსოფლიო ბოროტების დამარცხება ჩვენშიც და სხვაგანაც“.
4 წლის უკან