ზაალ უდუმაშვილი: ვიდრე მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, პოზიციების დაახლოების რეალური შანსი არსებობს

ზაალ უდუმაშვილი: ვიდრე მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან სხედან, პოზიციების დაახლოების რეალური შანსი არსებობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზაალ უდუმაშვილის თქმით, პოზიციების დაახლოების შანსი არსებობს და ოპოზიცია ახლა ხელისუფლებისგან შემხვედრ წინადადებას ელის.

„ვიდრე მხარეები სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან, ბუნებრივია, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ მოხდეს პოზიციების დაახლოება. ჩვენი წინადადებები ცნობილია, ახლა ველოდებით ხელისუფლებისგან შემხვედრ წინადადებას, რა იქნება ის კომპრომისული ვარიანტი, რომელზეც ხელისუფლება შეიძლება წავიდეს“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

კითხვაზე, თუ რა არის ოპოზიციის კომპრომისი უდუმაშვილი პასუხობს: „ჩვენ შეზღუდული ვართ კომპრომისში, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. ეს არის შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი“.