"ვირუსის მიერ დაავადებული ტვინი, რომელიც ებრძვის ოჯახს - ეს ავადმყოფობაა", - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ გადაცემაში ‘’პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად’’.
"ოჯახი ქართველისთვის, ერთდროულად, კრიტიკული და კრისტალიზაციის საკითხია. ამას თუ დაარტყამ, დანგრევა შეგიძლია ქართული აზროვნების, ქართული მენტალიტეტის, და ბიძინა დგას ამის დამცველად.
მან იცის, რა არის დიდი ტკივილი; იცის, როგორ სათუთად უნდა მოუაროს ოჯახის სითბოს, როგორ განავითაროს, როგორ შექმნას და როგორ გადასცეს საგზლად ოჯახური ტრადიციები და სითბო და ნუგეში. ხშირად ქართველი ადამიანს ოჯახისშვილობით აფასებდა. ერთმანეთისთვის უცნობ ადამიანებს ასე აცნობდა - კარგი ოჯახისშვილიაო. ოჯახი იყო ყველაფერი - ეკლესია, განათლება, ტრადიციები, თანგაწირვა და ერთგულება’’,-აღნიშნა კახაძემ.