„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპი ყალბი „ფეისბუქ“ მომხმარებლების, ე.წ. ბოტების სამიზნე გახდა.
ვიდეო-რგოლზე გაბრაზების აღმნიშვნელი რეაქციით უცხო ქვეყნებში, მათ შორის ინდოეთის და აფრიკის ქვეყნებში რეგისტრირებული ექაუნთებით ეხმაურებიან.
„ქართულ ოცნებაში“ ეჭვობენ, რომ ე.წ. ტროლებს და ბოტებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ პოლიტიკური ოპონენტები მართავენ.