„ჩვენ, როგორც დამკვირვებლები სერიოზულად ვაკვირდებით პროცესს, რომ მშვიდობიანად ჩაიაროს არჩევნებმა, ჰქონდეთ ამომრჩევლებს უფლება, რომ დამოუკიდებლად გააკეთონ არჩევანი და ამაში უცხოური პროპაგანდა არ იყოს ჩარეული“, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა განაცხდა.
მისი თქმით, ჯერ ყველა პარტიას არ წარმოუდგენია თავისი საარჩევნო პროგრამა. „ამიტომ ჩვენ ვაკვირდებით პროცესს როგორ პირობებში განხორციელდება პროცესი და რა პროგრამები ექნებათ პოლიტიკურ პარტიებს“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.
„ქართული ოცნება“ გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, ამომრჩევლის იძულება და დაშინება სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.