თბილისის მერიამ საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილების სია შეიმუშავა

თბილისის მერიამ საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილების სია შეიმუშავა

თბილისის მუნიციპალიტეტმა საარჩევნო პლაკატების განთავსების ადგილები შეიმუშავა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი თბილისის საკრებულოს დასამტკიცებლად უკვე გადაეგზავნა, დამტკიცების შემდეგ კი იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც პლაკატების გაკვრა ნებადართულია, ცესკოს გადაეგზავნება.

„მინდა კიდევ ერთხელ მივმართო პოლიტიკურ პარტიებს, იხელმძღვანელონ ამ დამტკიცებული დოკუმენტით, იხელმძღვანელონ ამ კონკრეტული ადგილებით, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა განათავსონ საარჩევნო პლაკატები და არა ისე, როგორც ეს წინა წლების განმავლობაში ხდებოდა, სადაც მოესურვებოდათ. ჩვენ, რა თქმა უნდა არანაირი სურვილი არ გვაქვს იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები ვაჯარიმოთ, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს და გაცდება კანონს, რა თქმა უნდა, მოგვიწევს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, - აღნიშნა მერმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება.