გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე ექსპერტიზა დასრულდა და უცხო პირის დნმ-ი აღმოჩნდა. ტვ.„პირველის" ინფორმაცით, დნმ-ი, რომელიც ორთვიანი კვლევის შემდეგ მთავარ მტკიცებულებაზე აღმოჩნდა, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებიდან არცერთ პირს არ ეკუთვნის.
ტვ, „პირველი" ინფორმაციას ბრალდებულების ადვოკატებზე დაყრდნობით ავრცელებს. ადვოკატების განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ჩანთაზე აღმოჩენილი დნმ-ის იდენტიფიცირება ამ დრომდე არ მომხდარა. მათი თქმით, შესაძლოა ეს დნმ-ი სამართალდამცველებს ეკუთვნოდეთ, რომელთაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.