ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია

ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია

ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ტერიტორიაზე ხანძარია. სოფელ აწყურის მიმდებარედ, ამარათის მთის ფერდობი იწვის. ინფორმაცია Imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.