შალვა შავგულიძემ, ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა „თავისუფალი დემოკრატები" დატოვეს და „ევროპული საქართველოს" საარჩევნო სიაში იქნებიან, ამის შესახებ შავგულიძის განცხადებაშია ნათქვამი.
შავგულიძის განცხადებით, გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას უკავშირდება. მისი თქმით, გამგეობის 4 წევრმა სრულიად მოულოდნელად მოითხოვა პარტიულ სიაში ჩაეწერათ ვახტანგ მჭედლიზძე, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში არანაირად არ ყოფილა ჩართული პარტიის საქმიანობაში.
"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პატრია "თავისუფალი დემოკრატები". ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა. ერთხმად ვუჭერდით მხარს, "ევროპულ საქართველოსთან" საარჩევნო ბლოკის შექმნას და ოქტომბრის საპარლამენო არჩევნებში ამ სახით მონაწილეობას. ასევე, შეთანხმებული ვიყავით საარჩევნო სიის საკითხებთან დაკავშირებითაც.
სრულიად მოულოდნელად, დაახლოებით ერთი თვის წინ, გამგეობის უმრავლესობამ შეცვალა პოზიცია პარტიის საარჩევნო სიის თაობაზე. კერძოდ, მათ დააყენეს საკითხი, რომ სიაში მეორე ნომრად დასახელებულიყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნებში, ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში "თავისუფასი დემოკრატების" მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ მჭედლიძე. მე არ დავეთანხმე გამგეობის აღნიშნულ პოზიციას. ვინაიდან, ვახტანგ მჭედლიძეს 2017 წლსი თებერვალში გამგეობის წევრად არჩევის შემდეგ, მთელი სამი წლის მანძილზე პატრიასთან არავითარი კომუნიკაცია არ ჰქონია", - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
შავგულიძის თქმით, იგივე პოზიციას იზიარებენ და პარტიის რიგებს ტოვებენ ნინო გოგუაძე და სანდრო ბარამიძე, ასევე, „თავისუფალი დემოკრატების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი - გიორგი ქიტიაშვილი.