ბოლო პერიოდში ისევ აქტუალური გახდა კითხვა – შეიზღუდება თუ არა საზოგადოებრივი თავშეყრა. როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, ამ ეტაპზე მკაცრი საგანგებო ზომების მიღება საჭირო არ არის, მაგრამ ექსპერტი მოსახლეობას სიფრთხილისა და დადგენილი წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა თუ სამ ათეულს გადასცდა, მაშინ სპეციალისტების რეკომენდაცია საგანგებო რეჟიმის შემოღება იქნება.
"საზოგადოებრივი თავშეყრა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს, თუ მაქსიმუმ სამ ათეულს გადაცდება ინფიცირებულთა რაოდენობა. თუ ჩვენთვის ჩვეულ რაოდენობას გადასცდა და მოსახლეობისა და ჰოსპიტალური სექტორისთვის საგრძნობი გახდა, საჭირო გახდება ზომების გამკაცრება“, – აღნიშნა "პრაიმტაიმთან" ცერცვაძემ.