მომდევნო 10 დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
მისი განმარტებით, ამინდის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, დილის ან საღამოს საათებში ხანმოკლე ხასიათის წვიმები იქნება, ღრუბლიანი ამინდის ფონზე კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე დაფიქსირდება.
„20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურა 30-31 გრადუსამდე მოიმატებს. ეს ამინდი 21 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება. 22 აგვისტოდან კვლავ დაიკლებს ტემპერატურა 27 გრადუსამდე და შიგადაშიგ ხანმოკლე ხასიათის წვიმებია მოსალოდნელი“, – ამბობს სინოპტიკოსი.