ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით.
„დავით ბაქრაძის ,,საუკუნის აღიარება" პირდაპირ ეთერში, 12 წლის მერე აღიარა ის რაც მთელმა ერმა ისედაც კარგად ვიცოდით, თუ რა გამოუსწორებლი ზიანი მიაყენა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველოს, პირველ საერთაშორისო დოკუმენტში ამ ჩანაწერისთვის ხმის მიცემით. სწორედ ამაზე ვწერდი 8 აგვისტოს ჩემს პოსტში: ამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 2 თვეში, დასკვის გაკეთება თქვენთვის მომინდვია...
„დავით ბაქრაძის ,,საუკუნის აღიარება" პირდაპირ ეთერში - 12 წლის შემდეგ აღიარა ის, რაც მთელმა ერმა ისედაც კარგად ვიცოდით - თუ რა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს, პირველ საერთაშორისო დოკუმენტში ამ ჩანაწერისთვის ხმის მიცემით. სწორედ ამაზე ვწერდი 8 აგვისტოს ჩემს პოსტში: ამ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულებიდან 2 თვეში, დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია...
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
რეზოლუცია 1633 (2008) 1
საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები
- ასამბლეა აცნობიერებს, რომ თუმცა ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისთვის, ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც, თანდართული პროვოკაციებითა და შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე. არ იქნა გადადგმული ნაბიჯები დაძაბულობის შემცირებისკენ და ამდენად, სამხედრო ძალის გამოყენება იქცა ერთ-ერთ შესაძლებლობად კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარისათვის. ეს მიუღებელია ასამბლეისთვის. მისი აზრით, ბოლო პერიოდში სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ჩაფიქრებულ ფუნქციას და სამშვიდობო ძალების პირადმა შემადგენლობამაც ვერ უზრუნველყო საკუთარი მისიის აღსრულება, რაც გულისხმობდა კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას. შესაბამისად, ის გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მისი წინარე მოწოდებები, განხილულიყო სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ.
- თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.
- იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ, მათ შორის ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა ცენტრალურ და დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, ასევე ვერ უზრუნველყო პროპორციულობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვა და წარმოადგენდა ევროპის საბჭოს პრინციპების, ისევე როგორც რუსეთის, როგორც წევრი სახელმწიფოს საწესდებო მოვალეობებისა და მიერ მიერ გაწევრიანებისას აღებული განსაკუთრებული ვალდებულებების დარღვევას. ამან შედეგად მოიტანა საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, ისევე როგორც დარტყმები სახელმწიფოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ან პირდაპირ შეტევად საქართველოს სუვერენიტეტზე და შესაბამისად, ევროპის საბჭოს წესდების დარღვევად, ან რუსეთის მცდელობად, გაეფართოებინა საკუთარი გავლენა უახლოესი საზღვარგარეთის სახელმწიფოზე, მის მიერ გაწევრიანებისას აღებული ვალდებულების დარღვევით, რაც გულისხმობს ამდაგვარ კონცეფციაზე უარის თქმას“.