ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე სოციალური ქსელში წერს:
“კი მაგრამ არანაცო ჭიჭე-ჭიჭე(პატარ-პატარა) პარტიების ლიდერებო, რატომ ვერ ხვდებით რომ ბიძინას ლანძღვა თქვენთვის, რომ პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასია? რატომ ვერ ხვდებით, რომ ივანიშვილის ძაგებით თქვენ ფონს ვერ გახვალთ? რატომ ვერ ხვდებით, რომ ამ კაცს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისათვის და ამას ელექტორატის უმრავლესობაზე უმრავლესობა უფასებს? რატომ ვერ ხვდებით იმას რომ “ოცნებაზე” უკეთესი პოლიტიკური ძალა ამჟამად საქართველოში არ არსებობს? რატომ ვერ ხვდებით, რომ “ოცნების” და ‘ნაცების” გათანაბრება თქვენთვის დამღუპველია?
და ბოლოს გაგიგონიათ ასეთი წყევლა: “შენი არ იცოდე და სხვისი არ გაგეგონოთო”.
ჰო, კულაშელმა ებრაელებმა იცოდნენ და თქვენზეა ზედგამოჭრილი!“
ისე არ მიკვირს ამ ჭიჭია პარტიების ლიდერების საქციელი, მათ გუწრფელად სძულთ ივანიშვილი იმიტომ, რომ ის მათნაირი არ არის! მისი სიქველე, მისი შრომა სამშობლოსათვის აგიჟებთ, მოტივაცია ვერ გაუგიათ!