სოსო მანჯავიძე: ამ პროექტს ზიგფრიდის სამარხი დავარქვით, ფილიპ ბენგმა რომ იპოვა ვითომ  

სოსო მანჯავიძე: ამ პროექტს ზიგფრიდის სამარხი დავარქვით, ფილიპ ბენგმა რომ იპოვა ვითომ  "ბლეფში"

პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

"კაცი საკუთარ ქვეყანას მილიარდ დოლარს ედავებოდეს და თან არჩევნებში მონაწილეობდეს-ასეთი რამ მე პირველად გავიგე.

საერთოდ, ანაკლიის პროექტის გარშემო იმდენი სისულელე დახვავდა ისე შეფუთეს პოლიტიკურად, თითქოს ხაზარაძე გმირულად აშენებდა პორტს რუსეთის წინააღმდეგ და მას პრორუსულმა ძალებმა ხელი შეუშალეს ,რომ უმარტივესი კითხვა-კერძოდ რომელ ტვირთებს მოემსახურებოდა ეს პორტი,- ლამის სამშობლოს ღალატად გამოაცხადეს.

არადა, საქმე ბანალურ აფიორასთან გვაქვს,,მათ შორის მაშინდელი ჩინოვნიკების მონაწილეობით, რის შედეგადაც სახელმწიფომ მიიღო ზარალი და დაზიანდა ეკოლოგია.

ცხადია,ამ საქმის პოლიტიკით გადაფარვაში ნაცებმა და სხვებმაც მიიღეს მხურვალე მონაწილეობა- ისინი მავნებლობას სუნით გრძნობენ.

ამ საკითხებზე იმთავითვე ვწერდი და ბევრჯერ გვისაუბრია მეგობრებთან ერთად "სალტეში".

ამ პროექტს ზიგფრიდის სამარხი დავარქვით, ფილიპ ბენგმა რომ იპოვა ვითომ. "ბლეფში."

საერთოდ, ეს არის მესამე სამყაროს ქვეყნების ძარცვისა და "დაგრუზვის" კლასიკური სქემა, აქ ყველაფერია ჩართული- მოსყიდული ჩინოვნიკები, ექსპერტები ,მედია და პოლიტიკური მეძავები.,ასევე მფარველები მეტროპოლიიდან.

ზუსტად იგივე სქემით მუშაობს "ფრონტერაც."

За державу обидно- ძნელია აიტანო ამდენი უტიფარი მავნებლის პარპაში."

Aburjga Tasmanieli "ზიგფრიდის სამარხი" და მთლიანად თქვენი რეპლიკის შინაარსი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს იმის გამო, რომ სიმართლეა და ძალიან ლაკონურად გადმოსცემს ეროვნულიტრაგედიის შინაარსს!
ლელოო კაცო, ლელო უნდა გავიტანოთო.... თურმე რას გულისხმობდა - საქართველოს სახელმწიფოს 1 მილიარდი დოლარი უნდა ავახიოთო!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli კონსორციუმმა ნახა ზიგფრიდის სამარხი, ფრონტერა ეძებს (თუ უკვე იპოვა?) თამარ მეფის საფლავს!!!
4 წლის უკან