კელი დეგნანი: იმედი მაქვს მოსამართლემ, რომელმაც რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ეს დამოუკიდებლად გააკეთა

კელი დეგნანი: იმედი მაქვს მოსამართლემ, რომელმაც რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, ეს დამოუკიდებლად გააკეთა

იმედი მაქვს, რომ მოსამართლემ, რომელმაც რურუასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, ეს დამოუკიდებლად გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გიორგი რურუას განაჩენზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იყო გარკვეული კითხვები სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე გარკვეული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლის დევნის დაწყების დროს და კონტექსტთან დაკავშირებით.

„გეტყვით, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა თავისი სასამართლოს სისტემის მიმართ და იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერ საკითხი გადაწყდება სამართლიანად“,- განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.

სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა და იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო. რურუას ადვოკატები საქმის გასაჩივრებას აპირებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

Aburjga Tasmanieli რა ვქნათ ქალბატონო დემოკრატიის დამცველო, როგორ დაგიმტკიცოთ მოსამართლის გადაწყვეტილების დამოუკიდებლობა?! რაიმე მეთოდი თქვენ თითონ ხომ არ იცით?! აი ისეთი მეთოდი რომელიც თქვენ თითონ დაგარწმუნებთ?! თუ იცით, ნუ დაგვიმალავთ!
4 წლის უკან