საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა აკადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მირცხულავა აღნიშნავს, რომ გაბუნია ძალიან არასწორად მოიქცა. ის წერს, რომ გასროლილი სიტყვა და საქმე ძალიან ცუდად უბრუნდება ადამიანს.
„სულ გადაირიეთ ხალხო? ვერ ხვდებით რა გააკეთეთ? აზრს ფორმა გააჩნია, იცით ეს?
გასროლილი სიტყვა და საქმე რომ ბრუნდება უფრო მძაფრად, არც ეს იცით? კეთილ და კარგ საქმეს კეთილად და კარგად უნდა კეთება. დაეკითხეთ ლინგვისტებს, ფსიქოლოგებს…
იქეთ ხელისუფლებას ვედავები სისხლს ნუ ახსენებთ და ნუ „ხატავთ“ მეთქი, ახლა კიდევ – „საღამო სიკვდილისაო“… ძალიან საშიში რამე გააკეთეთ და ცუდია, რომ ვერ ხვდებით…“- წერს მირცხულავა.