აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ გამონაკლისი დაუშვა უცხოეთის გარკვეულ მოქალაქეებზე (ინვესტორები, აკადემიკოსები, სტუდენტები, სახელშეკრულებო ტრეიდერები და ბიზნეს საქმიანობით შემოსვლელი პირები), რომლებიც აშშ-ში მოემგზავრებიან შენგენის ზონიდან, გაერთიანებული სამეფოსა და ირლანდიიდან ,- ამის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ აშშ-ში ლეგალური ბინადრობის უფლება, ისევე როგორც სხვა უცხო ქვეყნების მოქალაქეები, ვერ შეძლებენ აშშ-ის ტერიტორიაზე შემოსვლას, თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმყოფებოდნენ (თუნდაც ტრანზიტით) ევროპის შენგენის ზონაში, ასევე ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოსა და ირლანდიაში, ბრაზილიაში, ჩინეთსა და ირანში. იხილეთ განკარგულების ბმული ქვეყნების ჩამონათვალით, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით აკრძალულია აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა.