ბიძინა ივანიშვილი:  საქართველომ, ბოლო რვა წლის განმავლობაში, შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში

ბიძინა ივანიშვილი:  საქართველომ, ბოლო რვა წლის განმავლობაში, შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში

„საქართველომ ბოლო რვა წლის განმავლობაში, შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა, და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში” - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანიის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა ქვეყანა ბევრი მიმართულებით წაიყვანა წინ და პროგრესი პრაქტიკულად ყველა სფეროში თვალსაჩნოა.

„ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა ბევრი მიმართულებით, პროგრესი თვალსაჩინოა პრაქტიკულად ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და პრობლემები აღარ არსებობს.  ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ქვეყანამ შეუქცევადად გააგრძელოს განვითარება. რყევებით სავსე ეპოქაში, საქართველომ, ბოლო რვა წლის განმავლობაში, შეინარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა, და დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების მოწინავე რიგებში.  დღევანდელ ცვალებად მსოფლიოში, რა თქმა უნდა, საქართველოც დგება ახალი გამოწვევებისა და საკითხების ახლებურად გააზრების საჭიროების წინაშე. დღევანდელი რეალობა, სულ სხვა დღის წესრიგს, სხვა მოთხოვნებს გვიყენებს, გამოწვევები მართლაც ბევრია, საშინაო თუ საგარეო, რომლებსაც ქვეყანა მზად უნდა დახვდეს“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.