საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს.
„ამ შემოდგომაზე საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები. ოლიგარქი ივანიშვილის მიერ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და ჩემი ხალხის განადგურებას დავასრულებთ. საქართველოს სახელმწიფოებრიობას განვითარების სწრაფ გზაზე დავაბრუნებთ, თუნდაც ამისთვის დიდი საფასურის გადახდა მომიწიოს. დიახ, მე ვიბრძვი უკრაინასა და საქართველოში. ზუსტად ვიცი, რომ რეგიონული ლიდერი ვარ და ბევრი მე მიკავშირებს გაუმჯობესებისა და რეფორმების იმედებს. ამ ხალხის იმედებს გავამართლებ, რადაც არ უნდა დამიჯდეს ეს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ის გამარჯვებისთვისაა დაბადებული.
„თუმცა, საქართველო და უკრაინა ასევე გამარჯვებისთვის არიან დაბადებულნი! ჩემი თანამებრძოლები და ახლობლები გამარჯვებისთვის არიან დაბადებულნი! ეს არის ჩემი გზა! შემომიერთდით. ჩემი გზა მიშას გზაა და ჩვენ გავიმარჯვებთ!“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.