სირიის ჩრდილოეთში, ჰასაქას პროვინციაში ციხის ამბოხების შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები გაიქცნენ.
აღნიშნულის შესახებ ქურთული „სირიის დემოკრატიული ძალების“ პრესსპიკერი, მუსტაფა ბალი აცხადებს.
სირიის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ციხიდან გაქცევა, სულ მცირე, 12-მა ჯიჰადისტმა მოახერხა.
ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილზე ანტიტერორისტული ძალები განთავსდნენ, რეგიონის საჰაერო სივრცეში კი საერთაშორისო კოალიციის სამხედრო თვითმფრინავები დაფრინავენ.
აშშ-ის მეთაურობით მოქმედ კოალიციაში აცხადებენ, რომ ციხეში უცხო ეროვნების ჯიჰადისტები იმყოფებიან.
ქურთი სამხედროები, სირიის ჩრდილოეთში 24 საპატიმრო დაწესებულებას აკონტროლებენ, სადაც 10 000-მდე რადიკალი ისლამისტი იმყოფება, მათ შორის 2 000 უცხოეთი მოქალაქეა.