აფხაზური მედიის ინფორმაციით თურქეთის ქალაქ სიდესა და სოხუმს შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეტა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ და სოხუმის ე.წ-მა მერმა, ალიას ლაბახუამ თურქეთის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე აფხაზურმა მხარემ თურქ სტუმრებთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობაც განიხილეს.