პირველი 23 ნოემბერი 2003 წლის შემდეგ, რომელსაც ნაციონალები არ აღნიშნავენ. ვარდების რევოლუციიდან დღეს 9 წელი შესრულდა, თუმცა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებული გუნდი თარიღს პომპეზურ ღონისძიებებს არ უძღვნის. უმცირესობაში გადასული ნაციონალური მოძრაობა მიზეზად უსახსრობას ასახელებს. ერთადერთი აქცია, სადაც 9 წლის წინ განვითარებული მოვლენები გაიხსენეს, ვარდების მოედანზე მოეწყო. საზოგადოებრივი მოძრაობა სოს-ის მიერ ფეისბუქით დაგეგმილ შეკრებაზე 30-მდე ადამიანი მივიდა.