დანიშვნიდან ერთ თვეში უკვე მეორედ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ზეწოლაში ადანაშაულებენ.
საქმე კვლავ სამინისტროსგან დამოუკედებელ რგოლს ეხება.
ფეხბურთის ფედერაციის შემდეგ ბრალდებებს ლევან ყიფიანს ძიუდის ფედერაციიდან უყენებენ.
ამჯერად უკვე ნახსენებია გვარები: ივანიშვილი და ღარიბაშვილი.
ძიუდის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ხახალეიშვილი აცხადებს, რომ სწორედ პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი უხსენეს მას სპორტის მინისტრმა და შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარემ.
დაიბარეს თუ არა ღამის 11 საათზე ოლიმპიური ჩემპიონი სამინისტროში?
და მოსთხოვეს თუ არა მას შოთა ხაბარელის შვილის სასარგებლოდ კანდიდატურის მოხსნა?
განმარტებები დღეს მინისტრის მოადგილემ გააკეთა.