რა ახალი გარემოებები გამოიკვეთა შარაძის მკვლელობის საქმეში? ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელიც წლებია აკადემიკოსის მკლვლელობის საქმეზე მუშაობს, პროკურატურას პოლიციელის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავს.
საუბარია მკვლელობისთვის გასამართლებული ბარათელის დაკავების დღეს, ბრალდებულის გვერდით დაფიქსირებულ, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პირზე, რომლის ვინაობაც ჟურნალისტმა ახლახან გაარკვია. ბარათელის ადვოკატი და ჟურნალისტი დარწმუნებულები არიან, რომ ფოტოზე აღბეჭდილი პირი მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდა.