ეჭვის ახალი საფუძველი გაჩნდა სახალხო დამცველის კანდიდატურის მიმართაც.
ნინა ხატისკაცის მეუღლე მესტიის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
უქმნის თუ არა ეს ფაქტი უხერხულობას თვად ხატისკაცს და რამდენად მართებულია სახელმწიფო თანამდებობაზე ისეთი პირის დანიშვნა, რომლის ოჯახის წევრიც აბსოლუტურად თავისუფალი უნდა იყოს
პოლიტიკური გავლენებისგან?
მიუხედავად იმისა, რომ კანონით სახალხო დამცველის მეუღლეს თანამდებობებზე დანიშვნა არ ეკრძალება, სასურველია რომ მის მიმართ კითხვები არ არსებობდეს.
მაგალითად ასეთი: როგორ მოიქცევა ნინა ხატისკაცი იმ შემთხვევაში თუ მისი მეუღლის ხელმძღვანელობის პერიოდში მესტიის გამგეობაში დარღვევები აღმოჩნდება?