სასჯელაღსრულების სისტემაში მთავარი სერვერი და საარქივო დოკუმენტაცია გაქრა.
მოპარულია სათვალთვალო ვიდეო კამერების მიერ გადაღებული ყველა მასალა. ასევე ჟურნალები, სადაც პატიმრების შესახებ ინფორმაცია და მიმსვლელთა მონაცემები ფიქსირდებოდა.
როდის გაქრა და ვინ გაიტანა სასჯეღსრულებიდან დოკუმენტები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცა სისტემის მაღალჩინოსნების მიმართ არსებულ არაერთ კითხვაზე?
ათასობით ვიდეო კამერის მიერ გადაღებული მასალიდან არცერთი კადრი აღარ არსებობს, არადა მარტო გლდანის ცეხეში 500-მდე სათვალთვალო კამერაა განთავსებული.
ვინ არის პასუხისმგებელი კალმახელიძე თუ ტუღუში?
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის აშკარა ნიშნებს შეიცავს.