კომისიამ, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ბიძინა ივანიშვილია, დღეს პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე, ძირითადად, კომისიის სამოქმედო გეგმა და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს. კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ, რომლებიც ადგილებზე ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლიან დასაქმებულთა პრეტენზიებს დამსაქმებელთა მიმართ და აწარმოებენ დიალოგს ორივე მხარესთან.
შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის შემადგენლობაში სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები შედიან და იგი 9 წევრით არის წარმოდგენილი.