უხანიდან ანკარაში ევაკურებულ მოქალაქეებს, სადაც ქართველებიც იმყოფებიან კორონავირუსით დაინფიცირებულები არ არის, ამის შესახებ განცხადება თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა პირველადი ტესტის შედეგები გაასაჯაროვა.
"უხანიდან ჩვენს მოქალაქეებს დაავადების ნიშნები არ აქვთ, ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდებიან საკარანტინო პერიოდის შემდეგ. 18 პაციენტს უკვე ჩაუტარდა ეგრედწოდებული სწრაფი ტესტი, შედეგები კი უარყოფითი აღმოჩნდა. ნიმუშები აღებულია სხვა შემთხვევებშიც და საბოლოო პასუხი სავარაუდოდ ხვალ იქნება ცნობილი. შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია 14 დღიანი საკარანტინო პერიოდის შემცირებაც. ჩვენ არ გვქონია თურქეთის რესპუბლიკაში კორონავირუსის შემთხვევები და მოქალაქეებს პანიკის საფუძველი არ აქვთ"- თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ვირუსის შედეგად 304 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში, 14 411 ადამიანი დაავადდა.