საყვარელიძე გვარამიას ბრალდებებზე: „მაინცდამაინც ვოლსკის რატომ მოუნდა გვარამიას ცემა?..“

 საყვარელიძე გვარამიას ბრალდებებზე: „მაინცდამაინც ვოლსკის რატომ მოუნდა გვარამიას ცემა?..“

„მაინცდამაინც ვოლსკის რატომ მოუნდა გვარამიას ცემა, თანაც, ახლა?.." - ასე გამოეხმაურა „რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ პარლამენტარ გია ვოლსკის საჯაროდ დადანაშაულებას მასზე თავდასხმის ორგანიზებაში.

გვარამია მასზე თავდასხმის შემკვეთად პარლამენტის ვიცე-სპიკერს გია ვოლსკის ასახელებს და თანამდებობიდან მის გათავისუფლებას ითხოვს. მისივე თქმით, ის სამი ადამიანი, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდა, ჩუღურეთიდანაა, სვანეთის უბნელები და ვოლსკის შტაბის წევრები არიან.

გვარამიას არგმუნტები რამაზ საყვარელიძისთვის ბუნდოვანია და მის განცხადებას გაუგებარს უწოდებს:

„მე პირადად ვერ მარწმუნებს და გააჩნია, ვისთვის როგორ. მაინცდამაინც ვოლსკის რატომ მოუნდა გვარამიას ცემა, თან ახლა რატომ მოუნდა - ესეც გაუგებარია. აწყობილი ვერსია დამაჯერებლად არ გამოიყურება," - განაცხად რამაზ საყვარელიძემ.

ნიკა გვარამიას 30 იანვარს საქალაქო სასამართლოს ეზოში დაესხნენ თავს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე სამი პირი დასაკითხად გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

Aburjga Tasmanieli დიახ, დიახ?! ჯერ ერთი ეს რა ცემაა, შეიძლება ერთი სილა გააწნეს, ისიც ვერავინ დაინახა?! მერე ვოლსკი ისეთი სულელია, რომ მაინცა და მაინც სასამართლოს აივანზე მიუქსია ის ხალხი და გაალახინა"?? მას შემდეგ რაც გვარამიამ დაბეჯითებით დაიწყო საუბარი მაინცა და მაინც ვოლსკიზე უკვე თითქმის დარწმუნებული ვარ თითონ დაგეგმა ეს პროვოკაცია!
5 წლის უკან