ჩინეთში კორონავირუსისგან 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ჩინეთში კორონავირუსისგან 243 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის კორონავირუსისგან სულ 243 პაციენტია გამოჯანმრთელებული. ინფორმაიას ამის შესახებ ჩინეთის ჯანდაცვის უწყება არცელებს.

საავადმყოფოებიდან პაციენტების გაწერა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც სხეულის ტემპერატურა მინიმუმ სამი დღის განმავლობაში ნორმალურ დიაპაზონში რჩება, ხოლო ნუკლეინის მჟავების ტესტი ორჯერ უარყოფით შედეგს აჩვენებს.

ჩინეთში კორონავირუსით 259 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთის გარდა 25 სხვა ქვეყანაში ამ ვირუსით ავადობის 98 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არცერთი პაციენტი არ დაღუპულა.

amo ბრავო ჩინეთი!
5 წლის უკან