აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ექიმები ენგურის ხიდზე მოქალაქეებს ამოწმებენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ექიმები ენგურის ხიდზე მოქალაქეებს ამოწმებენ

ენგურის გამშვებ პუნქტზე აფხაზი ექიმები მოქალაქეებს სამედიცინო შემოწმებას უტარებენ. გალში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმაციით, აღნიშნული შემოწმება დღეს დილით დაიწყო.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთიდან მომავალი მოქალაქეები ამბობენ, შემოწმება სავალდებულო მხოლოდ ზუგდიდიდან გალში მიმავალი პირებისთვის არის.

„მე დიხაზურგიდან მოვდივარ. ჩემთვის არ იყო სავალდებულო, მაგრამ ნებაყოფლობით მეც გავიარე შემოწმება. სიცხე გამიზომეს და რენტგენი გადამიღეს. სპეციალური მანქანა დგას, სადაც შეჰყავთ მოქალაქეები და ამოწმებენ", - ამბობენ გალში მცხოვრებლები.

მათივე ცნობით, ამბულატორიასთან, სადაც მოქალაქეებს ამოწმებენ, რიგებია.