რომან გოცირიძე ეკლესიას ურჩევს, მრევლი ერთჯერადი კოვზებით აზიაროს

რომან გოცირიძე ეკლესიას ურჩევს, მრევლი ერთჯერადი კოვზებით აზიაროს

„ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ვირუსების თავიდან აცილების პრევენციისთვის ეკლესიას ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ერთჯერადმა შპრიცებმა, სხვა მსგავსმა, ერთი შეხედვით მარტივმა "სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის" მიღწევებმა?!

რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?!

ამ გაგანია ვირუსობის პერიოდშიც კი ხმას რომ არავინ იღებს ამაზე? არაა ადვილი ეს ეკლესიისათვის, მაგრამ პროგრესულობა სწორედაც რომ თამამი ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება", - წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე.