„ირანელ ინვესტორებს არცერთ ბიზნესს არ მივცემ“ - გოგი თოფაძე რუსთავში მინის ქარხნის და თბილისში სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს

„ირანელ ინვესტორებს არცერთ ბიზნესს არ მივცემ“ - გოგი თოფაძე რუსთავში მინის ქარხნის და თბილისში სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს

ბიზნესმენი გოგი თოფაძე თბილისში, „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას, ხოლო რუსთავის საწარმოში მინის ქარხნის განთავსებას გეგმავს და ამისთვის ინვესტორს ეძებს.

როგორც ბიზნესმენმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, მინის ქარხნისთვის და სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს აქტიურად ეძებს, თუმცა ამ პროექტებით ძირითადად ირანელები ინტერესდებიან.

„ჩემი ახალი ბიზნეს წამოწყებით, რომელიც რუსთავის საწარმოში მინის ქარხნის განთავსებას და თბილისში სასტუმროს მშენებლობას გულისხმობს, ძირითადად დაინტერესებული  უცხოელები არიან, უფრო მეტად ირანელები, მაგრამ ირანელ ინვესტორს არცერთ ბიზნესს არ მივცემ. ყველა ირანელს საქართველოში უნდა საქმის დაწყება, განსაკუთრებით აინტერესებთ ქარხნები. ჩვენთვის უფრო პრიორიტეტია ქართველი ინვესტორები, მაგრამ ისინი ჯერ არ დაინტერესებულან“, - აცხადებს გოგი თოფაძე.

მისივე თქმით, რუსთავის ქარხნის ტერიტორიაზე მინის საწარმოს გასაკეთებლად ყველა წინაპირობაა შექმნილი და უახლოეს პერიოდში დეტალებიც გადაწყდება.