დავით ბაქრაძე: დოკუმენტი, რომელიც დღეს მივიღეთ არის პირდაპირი საფუძველი არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის

დავით ბაქრაძე: დოკუმენტი, რომელიც დღეს მივიღეთ არის პირდაპირი საფუძველი არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის

ოპოზიცია, ფიქრობს, რომ დოკუმენტი, რომელიც მიიღეს არის პირდაპირი საფუძველი არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის.

რეზოლუციაში, რომელიც ევროპის საბჭოში მიიღეს წერია, რომ 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს იმ სისტემით, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად მხარს უჭერს ოპოზიციაც - რეზოლუციის ამ მნიშვნელოვან ჩანაწერებზე, "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე საუბრობს.

ბაქრაძე "ქართულ ოცნებას" ვალდებულებებს ახსენებს და ოპოზიციასთან კონსესუსისკენ მოუწოდებს.

"ორი ფაქტორი, რომ არ არის გამოძიებული საარჩევნო დარღვევები და საარჩევნო სისტემა არ არის შეთანხმებული ძირითად მოთამაშეებთან, სწორედ ეს ქმნის კითხვის ნიშნებს. ამიტომ, დოკუმენტი, რომელიც დღეს მივიღეთ არის პირდაპირი საფუძველი სამომავლოდ არჩევნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის. ეს უნდა ესმოდეს "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ნაბიჯები ოპოზიციასთან შეთანხმების მიზნით," - განაცხადა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ.

თამაზი ქინძო კაცო, როცა პარლამენტის თავმჯდომარე იყავი და ნაცებს უმრავლესობა გყავდათ, მაშინ რატომ არ გადახვედით პროპორციულ სისტემაზე? არ გაწყობდათ ხომ ქლიავო? არა მარტო არ გადახვედით, არამედ წინასწარ შეხანხმებული მაჟორიტარების რაოდენობა 50- დან 73-მდე გაზარდეთ. ისე სიმართლე რომ ვთქვათ, ნაცებიც, ევრონანაცებიც და ქოცებიც ერთი ნეხვები ხართ, თქვენი დედაც...
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli თამაზი მართალია! პრინციპულ საკითხებში ანუ ეროვნულ საკითხებთან მავნებლურ დამოკიდებულებაში ერთნაირად ირჯებიან, ერთ პლატფორმაზე დგანან!
5 წლის უკან