ირაკლი კობახიძე: რეზოლუციის პროექტიდან სიტყვა “პროპორციული“ ამოღებულია, რადგან საარჩევნო სისტემის შერჩევა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა

ირაკლი კობახიძე: რეზოლუციის პროექტიდან სიტყვა “პროპორციული“ ამოღებულია, რადგან საარჩევნო სისტემის შერჩევა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა

 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მოგვიწოდებს, რომ გავაგრძელოთ კონსულტაციები და მივაღწიოთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე, - ამის შესახებ სტრასბურგში ვიზიტით მყოფმა საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შეთანხმება იქნება მიღწეული.

„პირდაპირი ტექსტით ეწერა პროექტში, რომ უნდა შეთანხმებულიყვნენ პოლიტიკური პარტიები 2020 წელს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. სიტყვა“პროპორციული“ იქნა ამოღებული, გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემის შერჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება. მოგვიწოდებენ, რომ გავაგრძელოთ ჩვენ კონსულტაციები და მივაღწიოთ შეთანხმებას საარჩევნო სისტემის საკითხზე. იმედი გვაქვს, რომ კონსულტაციების საფუძველზე შევთანხმდებით“, -განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

რეზოლუციაში, რომელიც ასამბლეამ მიიღო, ორგანიზაცია მმართველ პარტიას მოუწოდებს, 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ყველა მხარის ნდობითა და მხარდაჭერით ისარგებლებს.

Aburjga Tasmanieli ირაკლი, რაც არ უნდა უგოროთ კოჭი ევროთღაღლითებს და აშშ-ელ ქორებს მაინც თავიანთი ვირიშვილი ანუ ნაციონალური მოძრაობა ურჩევნიათ თქვენს პოლიტიკურ ძალას! ამიტომ უნდა მიმართოთ ქართველ ხალხს, რომელიც უნდა აღიაროთ ერთადერთ, უალტერნატივო ხელისუფლების წყაროდ! როგორც კი თქვენი ხელისუფლება აშკარად შეიძენს ეროვნულ სახეს, ფასადურადაც და შინაარსითაც მოყოყმანე ხალხს მაშინვე მოუბრუნდება გული თქვენსკენ! ეროვნულობა უპირველეს ყოვლისა!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პირველი რაც იქნება ძალიან მკაფიო ნიშანი ეს იქნება პირადობის მოწმობაში მამის სახელის აღდგენა. ის კი არა კარგი იქნება დამატებით ინფორმაციად ბაბუის სახელიც თუ ჩაიწერება! ასევე უნდა ჩაიწეროს რომელი ქვეყნის მოქალაქეა პიროვნება. ვისაც ორმაგიმოქალაქეობა აქვს იმათთვის სხვანაირი მოწმობა უნდა გაიცეს! ეს უნდა იყოს დასაწყისი. შემდეგიკი უნდა იყოს ანტიდისკრიმინაციული კანონის დაზუსტება!
5 წლის უკან