გიორგი ვოლსკი: მამუკა ხაზარაძის ლოგიკით ყაზბეგში საერთოდ უნდა ავყაროთ გზა

გიორგი ვოლსკი: მამუკა ხაზარაძის ლოგიკით ყაზბეგში საერთოდ უნდა ავყაროთ გზა

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი, „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება: „ხაზარაძე ამბობს რომ 9 კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება, სამომავლოდ მსოფლიოს უდიდეს გვირაბებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს, აგრეთვე 550 მეტრიანი თაღოვანი ხიდი, შენდება იმისათვის რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკმა რუსეთის ტანკების შემოჭრას შეუწყონ ხელი...

ამ ლოგიკით, სულ ცოტა, ყაზბეგში საერთოდ უნდა ავყაროთ გზა... თითქმის იგივეს ამბობდა სააკაშვილი - მალულად მიწათხრილი მქონდა გათხრილი რუსეთის შემოჭრის პრევენციისათვის და ახალმა ხელისუფლებამ გასცა მისი ადგილმდებარეობაო. თანაც ერთი ის კაცია, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობაში მსხვილი რუსული კომპანიის შემოყვანას სთავაზობდა ხელისუფლებას, მეორემ კი ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიჰყიდა და რომ არა აშშ-ს ჩარევა, მაგისტრალური გაზსადენის გადაცემაც უნდოდა.... ახალგაზრდებო, ნუ დაყვებით ამ ხალხს კუდში, მართლა სირცხვილია!“

კ ა ხ ე ლ ი ხაზარაძე ბანკირობამდე ტანკსაწინააღმდეგო კომკავშირული დივიზიის კაპრალი იყო... :) ტანკების მას მერე ეშინია. :)
5 წლის უკან