პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, რამდენჯერმე ნასამართლევი და „ლელოს“ აქტივისტი ვახტანგ რობაქიძეა

პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს შეურაცხყოფა მიაყენა, რამდენჯერმე ნასამართლევი და „ლელოს“ აქტივისტი ვახტანგ რობაქიძეა

პიროვნება, რომელმაც ანრი ოხანაშვილს და მისი ოჯახის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ვახტანგ რობაქიძეა, რომელიც ამჟამად „ლელოს“ აქტივისტი, 2019 წელს კი - ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

შსს-ს ინფორმაციით, საქმე 151-ე მუხლით აღიძრა, რაც მუქარას გულისხმობს.

რობაქიძე ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამჟამად ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.