ბაკურიანში „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანრი ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
პარლამენტის წევრი, ბაკურიანის ერთ-ერთ რესტორანში, ოჯახთან ერთად ვახშმობდა, სადაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ში განუცხადეს, თავდამსხმელი სსკ-ის 173-ე ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს, ფაქტზე კი გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს რაც მუქარას გულისხმობს.